Thursday, January 23, 2025

 







სასწავლო პროექტი: მასწავლებელი შუქი სულისა

 

პროექტის აქტუალობა

   თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელს შორის, რომელსაც დიდი როლი ეკისრება საერთო სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ურთიერთობების სწორად დალაგების შედეგია სკოლაში ტოლერანტული და მეგობრული გარემოს შექმნა. თუ ეს ურთიერთობები მოწესრიგებულია მასთან ბმაში მყოფი მასწავლებელ-მშობლის ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად კორექტული და ემპათიურია, მიდიან საერთო კონსესუსამდე (შვილის, მოსწავლის შესახებ) გადაწყვეტილებების მიღებისას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე დგება საჭიროება მოსწავლემ და მშობელმა მეტი იცოდნენ, აფასებდნენ და პატივს სცემდნენ მასწავლებელს და მასწავლებლის პროფესიას, მიიჩნევდნენ ერთგულ მეგობრად, სჯეროდეთ მისი.

                                         პროექტში ჩართული მხარეები

1.      მეორე კლასის მოსწავლეები

2.      მასწავლებლები.

3.      მშობლები

პროექტის ხანგრძლივობა   

3 კვირა

მიზანი

მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში;

მოსწავლეებში  მასწავლებლის როლის ამაღლება, პატივისცემისა და რწმენის ჩანერგვა. მასწავლებლის როგორც მეგობრის წარმოჩენა.

ამოცანები და განხორციელების გზები

              

 

 აქტივობები:

 

პირველი ნაბიჯი --მოვაწყობ  შეხვედრას თემაზე  ,,ვინ არის ჩემთვის  ჩემი მასწავლებელი“, ვურჩევ მოსწავლეებს წაიკითხონ მოთხრობა -ნაწარმოები მასწავლებლის შესახებ და წააკითხონ მშობლებსაც.

მეორე ნაბიჯი -- მოსწავლე და მშობელი კითხულობს ნაწარმოებს მასწავლებელზე.

მესამე  ნაბიჯი    --  მოვაწყობ  დისკუსიას მშობლებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, სადაც განვიხილავთ წაკითხულ ნაწარმოებს ასევე მოვყვებით ჩვენი პრაქტიკიდან მაგალითებს და ვიმსჯელებთ მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე, მოსწავლის ცხოვრებაში. დავამზადებთ მისალოცებს.

 

მეოთხე ნაბიჯი   --მასწავლებლის დღეს მივულოცავთ სკოლის  მასწავლებლებს .   ჩავატარებთ სასკოლო ღონისძიებას  ,,მასწავლებელი შუქი სულისა“

 

 

შედეგი

 

შედგება  მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;

მოსწავლეები მასწავლებელში დაინახავენ ერთგულ თანამდგომს, რომელიც მისი წარმატებული მომავლისათვის იბრძვის. ადამიანს, რომლისაც უნდა სწამდეს და სჯეროდეს. მასწავლებელი კი რომლის მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ მიაღწევს მეტ დამაჯერებელ შედეგებს.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები

1. მოხდა,თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

2.  რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?

3.რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?

4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

5. განხორციელდა თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება;

6.  მომავალში  მეტი ყურადღება რას მივაქციო?

 

პროექტში  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

საშუალო

საშუალოზე მაღალი

კარგი

თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან

ცდილობს თანამშრომლობას.

თანამშრომლობს ჯგუფთან.

თანამშრომლობს ჯგუფთან და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

აკეთებს პრეზენტაციას:

აზრს თანმიმდევრულად გადმოსცემს.

მსჯელობს საკითხის ირგვლივ.

პასუხობს დასმულ კითხვებზე.

.

 ვერ ახერხებს ნაშრომის სათანადოდ წარმოჩენას.

კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, უჭირს კითხვებზე პასუხი.

წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.

ურთიერთობს სხვა ჯგუფის წევრებთან

ახერხებს კითხვის დასმას, მოსმენას.

სვამს კითხვებს, უსმენს ინტერესით.

სვამს კითხვებს, ისმენს ინტერესით, იყენებს ურთიერთობისას ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.

 

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი

ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?

დიახ

არა

საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?

დიახ

არა

ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?

დიახ

არა

შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?

დიახ

არა

რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?

პროექტზე მუშაობის პროცესი

პრეზენტაცია

ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?

დიახ

არა

 

ჩემი თვითშეფასების რუბრიკა

პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები

დიახ

არა

პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?

დიახ

არა

მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?

დიახ

არა

პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?

დიახ

არა

 









Thursday, March 16, 2023

 





პროექტი-,, დედის  თვალებით ვხედავ სამყაროს...“



პროექტის გეგმა

1.პროექტის თემა:,, დედის თვალებით ვხედავ სამყაროს...“,

 2.პროექტის აქტუალობა: დაწყებით საფეხურზე  მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ ბავშვებს მზრუნველობა სხვებზე, ერთმანეთის თანადგომა და ურთიერთპატივიცემა, რაც მთავარია, შეძლონ მეტი სითბოსა და სიყვარულის გაცემა, რათა გავუხანგრძლივდეთ ადამიანებს სიცოცხლე. განსაკუთრებით --დედებს. ამიტომაც გადავწვიტეთ დედებისთვის  მოგვეწყო  ზეიმი, (სიურპრიზი, რის  შესახებაც მათ არფერი უნდა სცოდნოდათ), ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიამით ჩაერთვნენ პროექტში, ასევე დაგვეხმარა მათი მამები.

3. პრობლემა:  მოსწავლეები ვერ ასახელებენ  სიტყვა დედის ფუძით ნაწარმოებ სიტყვებ მნიშვნელობებს, მათ უჭირთ თავისუფალი თემის წერა ,,ჩემი დედა“, ,,მინდა დიდხანს მყავდე დედა“…..

    არ იცნობენ საბავშვო მწერლების მხატვრულ ნაწარმოებებს, სადაც დედის სახეა გადმოცემული.

4. პროექტის მთავარი იდეა---გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ--ჩვევები, შეძლონ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან სხვადასხვა თემატიკაზე.

  5. პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ :

ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებას.

ლექსის მხატვრულად კითხვას.

ნამუშევრის შექმნას. (მისალოცი ბარათის).

ნახატზე ჩანაფიქრის გადმოცემას.

პერსონაჟის როლში შესვლას.

დედაზე სიმღერას მინუს ფონოგრამაზე.

შეიქმნება სლაიდშოუ ბავშვების ნახატებით და ლამაზი მუსიკით დედებისა და ბავშვების გასახალისებლად.

6. პროექტის ხანგრძლივობა:  14 დღე 

7. მონაწილეთა ასაკიმე-4 კლასი (9-10  წელი)

8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი, ფერადი თაბახის ფურცლები, წ ებო, მაკრატელი. ხელოვნური და ბუნებრივი ფერადი ყვავილები.

 9. შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმიდან:

ქართ.დაწყ.I.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.

Ø  საბავშვო სპექტაკლისათვის ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი სურვილით შერჩეულ როლს;

Ø  საბავშვო სპექტაკლისათვის შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას (კოსტუმს, ნიღაბს, სხვ.);

 

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

Ø  ადგენს მცირე ზომის ტექსტებს ცხოვრებისეული და/ან ლიტერატურული გამოცდილების საფუძველზე, თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;

Ø  იყენებს შესაფერის სპეციალურ ლექსიკას (დარგობრივ ტექსტებში);

პროექტისმდგრადობა:   მოსწავლეებს განუვითარდათ დამოუკიდებლად მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი  უნარები, გამტკიცდა მზრუნველობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობა გაითავისეს ზნეობრივი ფასეულობები, ჩამოუყალიბდათ თანადგომისა და თანაგანცდის უნარ -ჩვევები.

  10. ამოცანები და განხორციელების გზები:

   მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, ასევე  მნიშვნელოვანია  ჩემთვის შვილების მხრიდან  მათთვის სითბოსა და სიყვარულის მიღება,პატივისცემა და დაფასება.

  მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე დედებისათვის  მოგვეწყო სიურპრიზი,გაგვიჩნდა იდეა 2 მარტს ჩაგვეტარებინა მოკრძალებული ღონისძიება. ყველაფერი ისე უნდა შემდგარიყო, რომ დედებს არაფერი გაეგოთ.(ბავშვებმა შესანიშნავდ მოახერხეს  „საიდუმლოს“ შენახვა, რაც  დედებისათვის ნამდვილი სიურპრიზი  აღმოჩნდა).პროექტშიასევე ჩაერთო მონაწილეების დები და ძმები.  

   დედებისათვის მოულოდნელი  და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა ღონისძიება, დარბაზი  საგანგებოდ მოვაწყვეთ, მოსწავლეების მიერ შექმილი დეკორაციებით:  ფერად- ფერადი ყვავილებით, აპლიკაციებითა და  მათი ნახატებით. ბავშვებმა წაუკითხეს დედებს ლექსები, მიუძღვნეს მინდა აღვნიშნო, შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა, მშობლები ემოციებს ვერ იკავებდნენ, მათთვის ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, შეხვედრის ბოლოს საჩუქრები გადაეცა მშობლებს.

მშობლებს ბავშვებმა საჩუქრად გადასცეს სპეციალურად დედებისთვის დამზადებული ერთნაირი სუვენირები.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ  ყველა კლასიდან მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია. სკოლის ადმინისტრაცია,აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ამაზე უკეთესი საჩუქარი- „გავუთბოთ დედებს გული“ არ არსებობს.

 11. პროექტის საჭირო რესურსები;:  ფერადი ქაღალდები, ფანქრები, თაბახის ფურცლები,წებო, მაკრატელი,მეხსიერების ბარათი,აუდიო მოწყობილობა., კომპიუტერი, პროექტორი.

 

 

 

12. პროექტის   ხელმძღვანელის   ელ-ფოსტა:  marusa.beruashvili@gmail.com

13. პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი:https://marusiaberua.blogspot.com/ 

 

 

 

 

 

ამოცანები

აქტივობები

დრო

რესურსი

ბიუჯეტი

ამოცანის შედეგი

მიზნის დასახვა

 ინფორმაციის მოძიება დედაშვილობაზე, ლექსების შერჩევა, შექმნილი შეხედულებების ერთმანეთის მიმართ და მასწავლებელთან გაზიარება.

1 კვირა

წიგნები,  ინტერნეტი.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტიდან, მოახდინეს მოძიებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება.

 

მოსწავლეთა მიერ მოძიებული და შექმნილი სურათების გამოფენა.

მისალოცი ბარათების დამზადება დედებისთვის. ნახატები გაზაფხულსა და დედაზე,

1 კვირა

წიგნები, ინტერნეტი, კომპიუტერი სახელმძღვანელო, ფურცლები.   კომპიუტერი

ფერადი ფანქრები.

სკოლის კუთვნილი

მოსწავლეებს განუვითარდათ ძიების, დახარისხების, თანამშრომლობითი და

შემოქმედებით უნარ-ჩვევები,

 

 

ღონისძიების ჩატარება

მოსწავლეთა მიერ დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების  ჩატარება: ,,დედის თვალებით ვხედავ სამყაროს:.

2 სთ

ვიდეოტექნიკა, ფოტოაპარატიკომპიუტერი,მუსიკალური ტექნიკა. საზეიმო აქსესუარები სცენისათვის.

სკოლის კუთვნილი

 გამართეს პრესკონფერენცია.,განუვითარდათ პრეზენტაციისა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.

 

 

 

 

სასწავლო პროექტის რეფლექსია

გავახორციელე სასწავლო პროექტი მე-4 კლასში . პროექტის ხანგრძლივობა შეადგენდა ორ კვირას

პროექტის დასახელება:  --,, დედის  თვალებით ვხედავ სამყაროს...“



 

მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ :

ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებას.

ლექსის მხატვრულად კითხვას.

ნამუშევრის შექმნას. (მისალოცი ბარათის).

ნახატზე ჩანაფიქრის გადმოცემას.

პერსონაჟის როლში შესვლას.

დედაზე სიმღერას მინუს ფონოგრამაზე.

შეიქმნება სლაიდშოუ ბავშვების ნახატებით და ლამაზი მუსიკით დედებისა და ბავშვების გასახალისებლად.

 

პროექტის შედეგად : მოსწავლეებმა მოიძიეს ლექსები და სიმ\ღერები დედაზე ინტერნეტიდან, მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს და გააფორმეს მისალოცი ბარათები, გამოიმუშავეს   სინთეზის უნარჩვევა, განივითარეს შემოქმედებითი უნარი, მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაშილურ სიყვარულზე, წაიკითხეს ლექსები მხატვრულად, იმღერეს და იცეკვეს დედებთან ერთად.

პროექტის--- ,, დედის  თვალებით ვხედავ სამყაროს...“

 დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი

კომენტარები

შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

ჯგუფში თანამშრომლობა შედგა, მოსწავლეებმა მათი ინტერესის მიხედვით თემები და აქტივობები გაინაწილეს.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, ისინი ინფორმაციას მოიძიებდნენ როგორც წიგნებში ასევე ინტერნეტში , დაამზადეს მისალოცი ბარათები, მოაწყვეს ნახატების პრეზენტაცია,

დედებისთვის მოამზადეს სიურპრიზი,  ისინი  მომზადებული წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და მხურვალე აპლოდისმენტებ დაიმსახურეს.

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

მოსწავლეები გულმოდგინედ ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას, დაკავებულნი იყვნენ სიმღერებისა და ლექსების მოძიებით,  ხატვით, მუშაობდნენ მისალოცი ტექსტის დაწერაზე, ,  რჩებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, მეცადინეობდნენ ცეკვეებსა და სიმღერებზე,,თანამშროლობდნენ,

ჰქონდა თუ არა შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

მოსწავლეები ყოველდღე საქმიანობდნენ, ხორციელდებოდა ყოველღიური თანამშრომლობა, საქმეს ინტერესით და სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. რადგან პროექტი ორ კვირაში უნდა გაგვეხორციელებინა, ისინი ყოველდღიურად მუშაობდნენ. ხდებოდა აზრთა გაცვლაგამოცვლა. ეტაპობრივად . მუშაობის შედეგებს მე მაცნობდნენ.  დახატეს და გააფორნეს მისალოცი ბარათები, დაამზადეს ფერადი ქაღალდისაგან ყვავილები,

მოაწყვეს ნახატების პრეზენტაცია.

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეებიდა რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საქმეს. პასიური არც ერთი არ იყო. გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივავიითა და ჩართულობით.

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე

პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე დადებითად იმოქმედა, ისინი გახდნენ თავდაჯერებულები, კრეატიულები. მსჯელობენ გამართულად, გაიზარდა მათი მოტივაციაგაახარეს თავიანთი დედები და მათი უღთიერტობა კიდევ მეტად განმტკიცდა.

 

 

 

 

პროექტის ,---,, დედის  თვალებით ვხედავ სამყაროს...“

                       შეფასება

კრიტერიუმი

კარგი

საშუალო

სუსტი

შენიშვნა

პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული

მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია.

ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს.

განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული. რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები განაწილებული ჯგუფის წევრებს შორის.

შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს.

ღონისძიებაზე წარმოადგინეს თავიანთი სურვილით მოძიებული გამონათქვამები დედებზე, მოაწყვეს ნახატების პრეზენტაცია,ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

პროექტის განხორციელების შემდეგ ისინი ცდილობდნენ ყოველდღიურად გაეხარებინაათ თავიანთი დედები საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობითა და მაღალი მოტივაციით.

ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების მსვლელობაში.

 

 

პროექტის სურათები